ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის რუკა
**
  • 99
      სერვისების სია
  •   ჩამოტვირთვა
    •   KML ფაილი
    •   XLS ფაილი
  •   შესახებ

სერვისის შეკვეთა

A PoP 
B PoP 
სერვისი 
მოცულობა 
აირჩიეთ სერვისის ტიპი...

ციფრული რუკის შესახებ

  •  მიზანი
  •  კონტაქტი
  •  მონაცემები

ოპტიკური-ბოჭკოვანი ქსელის ციფრული რუკა - გზამკვლევი უახლესი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობისა და მართვისთვის. ინტერაქტიული პლატფორმა შექმნილია, რათა ტელეკომ ოპერატორებს ქსელის სერვისების ძიების, შერჩევისა და შეკვეთისთვის გააჩნდეთ მარტივი და კომფორტული შესაძლებლობა.
ოპტიკური-ბოჭკოვანი ქსელის ციფრული რუკის შემუშავებისას გათვალისწინებულია OFDS (Open Fiber Data Standard) სტანდარტები.
ციფრული რუკის მეშვეობით კომპანიებს შეუძლიათ:

  • მოიძიონ ჩართვის კვანძები და მათ შორის კავშირები.
  • მიიღონ ინფორმაცია სერვისის ხელმისაწვდომობისა და სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.
  • დეტალურად გაეცნონ საბითუმო სერვისების კატალოგს, რომელიც მოიცავს როგორც ოპტიკური წვერს, ასევე მონაცემთა გადაცემის მომსახურებას.

ციფრული რუკის მიზანია ტელეკომ ოპერატორებისთვის გაამარტივოს ქსელის დაგეგმვის პროცესი და უზრუნველყოს მომსახურებების შესყიდვის ეფექტურობა. იქნება ეს კომპანიის დაფარვის ზონის გაფართოება თუ არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. პლატფორმა კომპანიებს სთავაზობს გამჭვირვალობას, მოქნილობას და საჭირო ინსტრუმენტებს შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.

შეისწავლეთ რუკა და გაიგეთ, როგორ შეგვიძლია დღესვე გავაძლიეროთ თქვენი ბიზნესი.

რუკა შედგება შემდეგი მონაცემებისგან
  • ODFS - ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მონაცემთა ღია სტანდარტები
  • OSM Carto - საბაზისო რუკის ფენა
  • ArcGIS World Imagery - საბაზისო თანამგზავრული ფოტოები
  • OPEN NET-ის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის რუკა ©
    (ბოლო განახლება 2025-May-09 23:19)
  • საქსტატი - დასახლებული პუნქტების დასახელებები

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ოფიციალური გვერდის საკონტაქტო ფორმიდან



შეკვეთილი სერვისების სია

ა წერტილი ბ წერტილი სერვისი  


გმადლობთ, რომ ინტერესდებით ჩვენი სერვისებით!

• ჩვენი გუნდი მოკლე დროში გადაამოწმებს თქვენს მიერ მოთხოვნილ წერტილებს შორის სერვისის მიღების შესაძლებლობას და დაგიკავშირდებით მითითებულ ელ-ფოსტაზე.
• გაითვალისწინეთ რომ ვებ-გვერდზე მოცემული სერვისების მიღების შესაძლელობა აქვთ მხოლოდ კომუნიკაციების კომისიაში ავტორიზებულ პირებს.

.